Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილი: დაკარგულ ტერიტორიებს სამხედრო ძალების და ნატოს მეშვეობით ვერ და არ დავიბრუნებთ


2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მუხათგვერდის მემორიალთან პატივი მიაგეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და პარლამენტის წევრებმა. „8 წლის შემდეგ ტრაგედია და ტკივილი ალბათ 8-ჯერ უფრო მძიმედ და მწვავედ აღიქმება, იმიტომ, რომ არ არის გაცემული პასუხები უბედურებაზე, რაც მოხდა“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად, მომხდარს ადეკვატური პასუხი გასცეს, მაგრამ ქართველი ხალხია უფრო მეტად მომზადებული მომავლის დასაცავად. დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ საქართველოს დასაცავადაა მნიშვნელოვანი ნატოში ინტეგრაცია. „დაკარგულ ტერიტორიებს სამხედრო ძალების და ნატოს მეშვეობით ვერ და არ დავიბრუნებთ, მაგრამ დანარჩენ საქართველოს ვერ დავიცავთ მოკავშირეების გარეშე და ამიტომაა აუცილებელი მტკიცე ნაბიჯების გადადგმა, რომ ქვეყანა რაც შეიძლება დაცული იყოს“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.

XS
SM
MD
LG