Accessibility links

logo-print

ავიაკომპანია "დელტამ" ყველა რეისი გადადო კომპიუტერული სისტემის პრობლემის გამო


აშშ-ის ავიაკომპანია „დელტა ეარ ლაინზ“-მა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია, ყველა დაგეგმილი რეისი გადადო კომპიუტერული სისტემის მოშლის გამო. განცხადებით, რომელიც დღეს გაავრცელა კომპანიამ, პრობლემა გამოიწვია ქალაქ ატლანტაში, კომპანიის სათავო ოფისში ელექტროენერგიის გამორთვამ. შედეგად დაყოვნდა რეისები მთელ მსოფლიოში, გამოირთო ეკრანები აეროპორტებში და კომპანიის ვებსაიტებზე, რომლებიც იძლეოდა განახლებულ ინფორმაციას რეისების შესახებ. დაგეგმილი რეისები გადაიდო, ხოლო თვითმფრინავები, რომლებიც უკვე ჰაერშია, გეგმისამებრ ასრულებს რეისებს. ავიაკომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, საინფორმაციო ტექნოლოგიის სამსახური ინტენსიურად მუშაობს პრობლემის მოსაგვარებლად. „დელტა“ დღეში 5000-მდე რეისს ასრულებს.

XS
SM
MD
LG