Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში 70-მდე ადამიანი დაიღუპა საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად


პაკისტანში, სულ ცოტა, 70 ადამიანი დაიღუპა საავადმყოფოს მთავარ შესასვლელთან თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. პოლიციის ცნობით, დაიჭრა 100-ზე მეტი ადამიანი, მათაგან ბევრი - კრიტიკულად. თავდასხმა 8 აგვისტოს მოეწყო სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ბელუჯისტანის დედაქალაქ კვეტაში მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში გადაიტანეს ცოტა ხნით ადრე სროლის შედეგად მოკლული ცნობილი ადვოკატის გვამი. აფეთქების დროს საავადმყოფოსთან ადვოკატის კოლეგები იყვნენ შეკრებილი და, პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ბევრი იურისტია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. ასევე უცნობია, ვის აქვს კავშირი ცნობილი ადვოკატის, ბილალ კასის მკვლელობასთან.

XS
SM
MD
LG