Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის პრემიერმა გამოაცხადა პირველი ღიად ჰომოსექსუალი მინისტრის დანიშვნის შესახებ


სერბიის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ახალ მთავრობაში პირველად სერბიის ისტორიაში, ჰომოსექსუალი მინისტრი იქნება . ალექსანდრ ვუჩიჩმა, რომლის მთავრობა მომავალ კვირაში დაიწყებს ოფიციალურად მუშაობას, 8 აგვისტოს განაცხადა, რომ საჯარო ადმინისტრაციის მინისტრი ქნება ანა ბარნაბიჩი. ვუჩიჩის თქმითა, მან იცოდა, რომ ეს გადაწყვეტილება საყოველთაო ყურადღებას დაიმსახურებდა ქვეყანში, სადაც ჰომოსექსუალები ხშირად არიან უხეშად მოპყრობის სამიზნე. ვუჩიჩის თქმით, მას არ აინტერსებს ბარნაბიჩის პირადი არჩევანი. მას სებიის მთავრობაში მივესალმებითო, უპასუხა ვუჩიჩმა ჟურნალისტის შეკითხვას ბარნაბიჩის სექსუალობის შესახებ შეკითხვაზე. სერბის ამტკიცებს, რომ იცავს ჰომოსექსუალთა უფლებებს, ესწრაფვის რა ევროკავშირში წევრობას.

XS
SM
MD
LG