Accessibility links

logo-print

ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ოლიმპიური „ბრინჯაო“ მოიგო


ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა საქართველოს ოლიმპიურ გუნდს პირველი მედალი შესძინა. რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე გორელმა ფალავანმა მესამე ადგილი დაიკავა 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში. პირველსა და მეორე წრეში ლონდონის ოლიმპიურმა ჩემპიონმა დამაჯერებლად სძლია კუბელ მაგდიელ ესტრადასა და შრილანკელ ჩამარა რეპიალაჟს, მეოთხედფინალში კი თავად დამარცხდა იაპონელ შოჰეი ონოსთან. შავდათუაშვილმა ბრწყინვალედ იჭიდავა სანუგეშო ტურნირში: ჯერ წმინდად მოუგო რუს ძიუდოისტს, დენის იარცევს, შემდეგ კი, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, ასევე „იპონით“ აჯობა ისრაელის წარმომადგენელს, საგი მუკის. ამრიგად, ლონდონის „ოქროს“ 24 წლის ქართველმა ათლეტმა რიოს „ბრინჯაო“ მიამატა. ოქროს მედალი შავდათუაშვილის მძლეველს, შოჰეი ონოს ერგო. ფინალურ ორთაბრძოლაში მან აზერბაიჯანელი რუსტამ ორუჯოვი დაამარცხა.

XS
SM
MD
LG