Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტები შეხვედრას მართავენ ურთიერთობათა გამოსასწორებლად


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოანი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დღეს მოლაპარაკებას მართავენ ურთიერთობებში დაძაბულობის მოსაგვარებლად. პეტერბურგში 9 აგვისტოს შეხვედრისას ერდოანმა თქვა, რომ რუსეთთან თანამშრომლობა რეგიონში პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს. შეხვედრების დაწყების წინა დღით, რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასს“ ერდოანმა უთხრა, რომ მას სურს ურთიერთობების თავიდან, ახალი „ფურცლიდან“ დაწყება, რათა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა განახლდეს. ანკარის და მოსკოვის ურთიერთობებში "ახალი გვედრის" დაწყება მოხდება სხვათა შორის სამხედრო, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის სახით. ორმხრივი ურთიერთობა ორ ქვეყანს შორის გაფუჭდა მას მერე, რაც გასულ წელს თურქეთმა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო სირიის საზღვართან. რუსეთმა ეკონომიკური სანქციები დაუწესა თურქეთს და თურქეთში რუსი ტურისტების რაოდენობა 90 პროცენტამდე შემცირდა.

XS
SM
MD
LG