Accessibility links

logo-print

ავღანეთში ამერიკული უნივერსიტეტი მუშაობის განახლებას ცდილობს მასწავლებლების გატაცების შემდეგ


ამერიკულმა უნივერსიტეტმა ავღანეთში შეიძლება მუშაობა განაახლოს მისი მასწავლებლების გატაცების მეორე დღეს. 7 აგვისტოს საღამოს ქაბულში მძევლად აიყვანეს ამერიკული უნივერსიტეტის ამერიკელი და ავსტრალიელი თანამშრომლები. ოფიციალური პირების ცნობით, ორივე პირი მანქანიდან ჩაიყვანეს და დააკავეს სამხედრო ფორმიანმა შეიარაღებულმა პირებმა. გატაცება მოხდა ავღანეთის ამერიკულ უნივერსიტეტთან. მას შემდეგ სასწავლებელი დახურული იყო, მისი ხელმძღვანელობა უშიშროების ვითარების გადასინჯვას აპირებდა. ავღანეთის მოქალაქეთა და უცხოელთა გატაცება ავღანეთში სერიოზული პრობლემაა. სულ მცირე, ორი სხვა უცხოელი იქნა გატაცებული შარშან ქაბულში. სულ მცირე ერთის, ავსტრალიელ ქალის ბედ-იღბალი დღემდე არაა ცნობილი.

XS
SM
MD
LG