Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი აცხადებს, რომ ირანელი მკვლევრის სიკვდილით დასჯა ჰილარი კლინტონის ელფოსტას უკავშირდება


აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი მეტოქის, ჰილარი კლინტონის ელექტრონულ წერილოებს შეიძლებოდა გამოეწვია ირანელი ბირთვული მკვლევრის სიკვდილით დასჯა აშშ-ის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის. ტრამპმა ტვიტერით გაავრცელა ცნობა, სადაც წერია: ბევრი ლაპარაკობს იმაზე, რომ ირანელებმა მკვლევარი მოკლეს, რადგან ის აშშ-ს დაეხმარა, რაც ჰილარი კლინტონის ელექტროფოსტის გატეხვა გამო მოხდაო. ტრამპის მომხრე, სენატორი ტომ კოტონი ასევე თვლის, რომ მაშინ, 2010 წელს, სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონს წერიოლებმა იქონიეს გავლენა შაჰრამ ამისრის სიკვდილით დასჯაზე. კოტონის თქმით, მაღალი რანგის პირების ელექროპოსტა შეიცავდა საუბარს მეცნიერის შესახებ. ჰილარი კლინტონის წერილები შარშან გამოქვეყნდა მას მერ, რაც მისი პირადი ფოტის გამო გამოძიება ჩატარდა.

XS
SM
MD
LG