Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი აშშ-ზე ზეწოლას აძლიერებს გიულენის გამო


თურქეთი აძლიერებს ზეწოლას აშშ-ზე, რომ გადმოსცეს სასულიერო პირი ფეთულა გიულენი. გიულენს თურქეთი ადანაშაულებს ივლისის პუტჩთან კავშირში. თურქეთის იუსტიციის მინისტრმა, ბექირ ბოზდაგმა განაცხადა, რომ ანტიამერიკული გრძნობები თურქეთში „მწვერვალს აღწევს“ გიულენის დაბრუნების გამო და საფრთხე ჩნდება, რომ ის სიძულვილში გადაიზარდოს. ბოზდაგისვე აზრით, აშშ თავის მოკავშირეობას თურქეთთან "გაწირავს", თუ უარს იტყვის გიულენის ექსტრადიციაზე. გიულენი პენსილვანიაში ცხოვრობს. ის ნებაყოფლობით გადასახლდა ოკეანის გაღმა. გიულენის ორგანიზაციას თურქეთი ტერორისტულ ჯგუფად მიიჩნევს და სურს მისი თურქეთში დაბუნება, რათა გაასამართლოს. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ მას მტკიცებულება სჭირდება დანაშაულთან გიულენისკავშირის შესახებ.

XS
SM
MD
LG