Accessibility links

logo-print

ერდოანმა და პუტინმა მოლაპარაკება გამართეს


ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კრიზისის წინა პერიოდის დონეზე მიყვანაა პრიორიტეტი, რომელზეც ილაპარაკეს რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა პეტერბურგში, 9 აგვისტოს შეხვედრის შემდეგ. ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის თურქეთის მიმართ სანქციებს ეტაპობრივად გააუქმებს. "გველის რუდუნებით მუშაობა, რათა აღვადგინოთ ეკონომიკურ თანამშრომლობა, რომლის პროცესი უკვე დაიწყო და მას დროს დასჭირდება", თქვა პურინმა. თურქეთის პრეზიდენტმა, რომელიც პუტინს "ძვირფას მეგობარს" უწოდებდა, განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის შეუძლია გაწყვეტილი კავშირები აღადგინოს და უფრო მჭიდროც გახადოს ისინი. ერდოანის და პუტინის შეხვედრა პირველი პირისპირ მოლაპარაკება იყოს ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის მას მერე, რაც თურქეთმა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. რუსეთმა ეკონომიკური სანქციები დაუწესა თურქეთს და რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთში 90 პროცენტამდე შემცირდა.

XS
SM
MD
LG