Accessibility links

logo-print

პუტინი და ერდოანი აპირებენ თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყებას


რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა 9 აგვისტოს სანქტ-პეტერბურგში შეხვედრის შემდეგ გამოაცხადეს, რომ პრიორიტეტულ ამოცანად ისახავენ ორმხრივი ურთიერთობის დაბრუნებას იმ დონეზე, რომელიც შარშანდელი ინციდენტით გამოწვეულ კრიზისამდე იყო მიღწეული. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი ეტაპობრივად გააუქმებს სანქციებს თურქეთის წინააღმდეგ. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა „ძვირფასი მეგობარი“ უწოდა პუტინს და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შეუძლია გაუარესებული ურთიერთობის გაუმჯობესება და ერთმანეთთან კიდევ უფრო დაახლოებაც კი. პეტერბურგის შეხვედრა იყო ორი ლიდერის პირველი პირისპირ მოლაპარაკება მას შემდეგ, რაც ნოემბერში თურქეთმა სირიის საზღვართან ჩამოაგდო რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავი. რუსეთმა მას სავაჭრო სანქციებით უპასუხა. რუსეთ-თურქეთის დაახლოების ფონს ქმნის ანკარის დაძაბული ურთიერთობა დასავლეთთან, თურქეთში 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ. თურქეთი დასავლეთს საყვედურობს, რომ პუტჩის შემდგომი რეპრესიებით უფრო არის შეშფოთებული, ვიდრე საკუთრივ პუტჩით.

XS
SM
MD
LG