Accessibility links

logo-print

ავღანეთში აფეთქება მოეწყო ხალხით სავსე ბაზარში


ავღანეთის პოლიციის ცნობით, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა აფეთქება მოაწყო ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მაზარ-ი-შარიფში, ხალხით სავსე ბაზარში. დაიღუპა, სულ ცოტა, ერთი და დაიჭრა 10-ზე მეტი ადამიანი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. თალიბმა მეამბოხეებმა ავღანეთის მრავალ რეგიონში გაააქტიურეს იერიშები ცენტრალური მთავრობის დამხობის მიზნით, თუმცა მაზარ-ი-შარიფი, რომელიც უზბეკეთთან მოსაზღვრე მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად ითვლება, აქამდე შედარებით დაცული იყო ძალადობისაგან. ავღანეთში გაეროს მისიის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 1000-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა, უმეტესწილად, მეამბოხეების თავდასხმების შედეგად. თალიბების ამბოხება უკვე 15-ე წელი გრძელდება.

XS
SM
MD
LG