Accessibility links

logo-print

უშიშროების ამერიკელი ექსპერტები მკაცრად აკრიტიკებენ დონალდ ტრამპს


აშშ-ის უშიშროების საკითხების 50-მა რესპუბლიკელმა ექსპერტმა უაღრესად კრიტიკული განცხადება გააკეთა პრეზიდენტობის ასევე რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის შესახებ: მას უწოდა ადამიანი „მტკიცე ხასიათის, ღირებულებებისა და გამოცდილების გარეშე“ და გამოთქვა შეშფოთება პრეზიდენტად მისი არჩევის შესაძლებლობის გამო. „დარწმუნებული ვართ, რომ ის სახიფათო პრეზიდენტი იქნებოდა და საფრთხეში ჩააგდებდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უშიშროებასა და კეთილდღეობას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც 8 აგვისტოს ნომერში გამოაქვეყნა გაზეთმა „ნიუ-იორკ-ტაიმსმა“. ხელმომწერებს შორის არიან უშიშროების სამსახურების ხელმძღვანელები და პრეზიდენტის მრჩევლები. უშიშროების ექსპერტები მართალია, არ ამბობენ, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დემოკრატ კანდიდატს, ჰილარი კლინტონს მისცემენ ხმას, მაგრამ წერენ, რომ არც ერთი მათგანი არ აპირებს, მიემხროს დონალდ ტრამპს.

XS
SM
MD
LG