Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: ავღანეთში ჯარისკაცებს მოუხდათ, მიეტოვებინათ იარაღი და აღჭურვილობა


აშშ-ის განცხადებით, ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც ავღანეთის ჯარებს ისლამისტ ექსტრემისტებთან ბრძოლაში ეხმარებიან, იძულებული გახდნენ მიეტოვებინათ აღჭურვილობა და იარაღი მათ პოზიციაზე თავდასხმის გამო. ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ გაავრცელა ამერიკელების სამხედრო აღჭურვილობის, იარაღის, საიდენტიფიკაციო ბარათების და სხვა ნივთების ფოტოები მათი ხელში ჩაგდების დასამტკიცებლად. აშშ-ის სამხედრო პრესმდივნის, გენერალ ჩარლზ კლივლენდის, განცხადებით, ინციდენტი მოხდა აღმოსავლეთ ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციაში ივლისში ბრძოლისას, რომელშიც შეერთებული შტატების სპეცშენაერთების ხუთი ჯარისკაცი დაიჭრა. გენერალმა კლივლენდმა უარყო ცნობა, რომლის თანახმადაც ექსტრემისტებმა დაიპყრეს ამერიკელების პოზიცია. კლივლენდის განმარტებით, ამერიკელმა სამხედროებმა პოტენციური მსვხერპლისთვის მოაწყეს ბაზა, რაც ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ხდება და როცა ექსტრემისტებმა ბაზას ცეცხლი დაუშინეს, იძულებული იყვნენ, უფრო უსაფრთხო ადგილას გადასულიყვნენ. ამ დროს მოუწიათ მათ აღჭურვილობის ნაწილის მიტოვება. კლივლენდის განცხადებით, ინციდენტი არ უკავშირდება რაიმე მნიშვნელოვან დანაკარგს.

XS
SM
MD
LG