Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატორთა ჯგუფი მოითხოვს გიორგი მარგველაშვილის გადადგომას


ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატორთა ჯგუფი მოითხოვს საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გადადგომას. მისმა ერთ-ერთმა წევრმა, მოძრაობა ”ეროვნულების” ლიდერმა ალექსანდრე ბრეგაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ საინიციატივო ჯგუფი დაიწყებს საპროტესტო აქციებს და ხელმოწერების შეგროვებას გიორგი მარგველაშვილის გადადგომის მოთხოვნით. საქართველოს პრეზიდენტმა 9 აგვისტოს განაცხადა, რომ ქორწინების თემაზე რეფერენდუმს არ დანიშნავს, რადგან ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.

XS
SM
MD
LG