Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა სახმელეთო ჯარების კაპრალი დავით ლომიძე


საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-5 ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონში გარდაიცვალა სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი დავით ლომიძე. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, პირველადი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა იყო. სამინისტროს ინფორმაციით, კაპრალი დავით ლომიძე შეუძლოდ გახდა 9 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში და მე-5 ქვეით ბრიგადასთან ყველაზე ახლოს მდებარე, გორის საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილება იძიებს. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს დავით ლომიძის გარდაცვალების გამო და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. გარდაცვლილი კაპრალის დაკრძალვის ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

XS
SM
MD
LG