Accessibility links

logo-print

ბაღდადის საავადმყოფოში ხანძარმა, ბოლო ცნობით, 12 ახალშობილი შეიწირა


ერაყში 12 ახალშობილი დაიღუპა ბაღდადის საავადმყოფოში ხანძრის შედეგად. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა 9 აგვისტოს საღამოს და ის, სავარაუდოდ, ელექტროსისტემის ხარვეზმა გამოიწვია. ერაყის პარლამენტის წევრმა, ჰანი ალ-ოყაბიმ მომხდარს „ტრაგიკული უბედური შემთხვევა“ უწოდა. „ხანძარი გაჩნდა დღენაკლული ახალშობილების განყოფილებაში, ვიდრე სხვა განყოფილებებსაც მოედებოდა. კვამლი ძალიან სქელი იყო და საავადმყოფოს თანამშრომლები ყველაფერს აკეთებდნენ ხანძრის ჩასაქრობად. საავადმყოფოს თანამშრომელმა მედიკოსებმა 11, თუ 12 დღენაკლული ახალშობილის გადარჩენა შეძლეს და უსაფრთხოდ გადაიყვანეს ახლოს მდებარე საავადმყოფოში“, - უთხრა ჟურნალისტებს ერაყელმა პარლამენტარმა ბაღდადის საავადმყოფოში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG