Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ მოიგერია ყირიმში უკრაინელი დივერსანტების შეგზავნის მცდელობა


რუსეთი აცხადებს, რომ მოიგერია უკრაინის მცდელობა, დივერსანტები შეეგზავნა ყირიმში ინფრასტრუქტურის სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასასხმელად. კიევი უარყოფს ამ ბრალდებას. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა ტერორისტული თავდასხმები მოამზადა და 6-7 აგვისტოს ღამეს,მოკლულ იქნა ერთი რუსი აგენტი ქალაქ არმიანსკთან დივერსანტების შესაპყრობად მომხდარი შეტაკებების დროს. რუსეთის უშიშროების სამსახური ირწმუნება, რომ ადგილზე იპოვეს 20 ბომბი, ტყვია-წამალი და ნაღმები, ამასთან, „ჯაშუშური ქსელის“ განადგურებისას, დააკავეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აცხადებს ასევე, რომ 8 აგვისტოს დივერსანტების კიდევ ორ ჯგუფთან ბრძოლაში დაიღუპა რუსი ჯარისკაცი. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის პრესმდივანმა უარყო ბრალდება, რომ უკრაინის ჯარებმა სცადეს შეჭრა ყირიმის ნახევარკუნძულზე - უკრაინის კუთვნილ რეგიონში, რომლის ანექსიაც რუსეთმა განახორციელა 2014 წლის მარტში.

XS
SM
MD
LG