Accessibility links

logo-print

ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა რიოში ვერცხლის მედალი მოიპოვა


ქართველმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე. 90 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალურ შერკინებაში 27 წლის ლენტეხელი ფალავანი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა იაპონელ მაშუ ბეიკერთან. ნახევარფინალში ლიპარტელიანმა დამაჯერებლად სძლია მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, კორეელ გონგჰან გუაკს, პირველ სამ წრეში კი მოუგო კომრონშოხ უსტოპირიონს (ტაჯიკეთი), ოვინი უერას (ნაურუ) და ოტგონბაატარ ლხაგვასურენს (მონღოლეთი). რიოს ოლიმპიადაზე ეს საქართველოს დელეგაციის მეორე მედალია. 8 აგვისტოს 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა გორელმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა.

XS
SM
MD
LG