Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში შინდისთან დაღუპული მებრძოლები გაიხსენეს


საქართველოში პატივი მიაგეს სოფელ შინდისთან დაღუპული მებრძოლების ხსოვნას. 2008 წლის 11 აგვისტოს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ბატალიონის 17 ჯარისკაცი დაიღუპა რუსეთის მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში. მათ ხსოვნას სოფელ შინდისში მდებარე მემორიალთან მიაგო პატივი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ. მისი თქმით, შინდისში გმირულად დაღუპულმა 17-მა ჯარისკაცმა თავისი ვაჟკაცობით მტერიც კი გააოცა და აღტაცებაში მოიყვანა. „ქედს ვიხრი მათ წინაშე და ეს ისტორია თაობებს უნდა გადავცეთ, რადგან მომავლის იმედის ისტორიაა“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

XS
SM
MD
LG