Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეამბოხეების ცნობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად ალეპოში ბრძოლები მიმდინარეობს


მეამბოხეთა ჯგუფების ცნობით სირიის ქალაქ ალეპოში ბრძოლები გრძელდება მიუხედავად შეთანხმებისა ყოველდღიური სამსაათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც, რუსეთის განცხადებით, 11 აგვისტოდან დაიწყებოდა. მეამბოხეთა დაჯგუფება ჯაიშ ალ-ნასრის სპიკერმა მუჰამედ რაშიდმა განაცხადა, რომ სამთავრობო ჯარებმა სცადეს შეტევა განეხორციელებინათ და მათ რუსეთის ავიაცია უმაგრებდა ზურგს. მან ეს განცხადება გააკეთა მცირე ხნის შემდეგ, როდესაც უნდა დაწყებულიყო საზავო პერიოდი. რუსეთმა, რომელიც მხარს უჭერს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს, გამოაცხადა, რომ დაიცავდა ცეცხლის შეწყვეტის სამსაათიანპერიოდს, რომლის დროსაც ალეპოს მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება განხორციელდებოდა. გაეროს ცნობით ალეპოში ორ მილიონამდე ადამიანი საჭიროებს ჰუმანიტარულ დახმარებას.

XS
SM
MD
LG