Accessibility links

logo-print

გერმანია უსაფრთხოების ზომებს გაამკაცრებს


გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი გამოვიდა წინადადებით, ჩამოერთვათ გერმანიის მოქალაქეობა ორმაგი მოქალაქეობის მქონე იმ პირებს, ვინც საზღვარგარეთ ექსტრემისტული დაჯგუფებების მხარეზე იბრძვის და გაადვილდეს დეპორტაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, ვისაც სახელმწიფო საშიშად მიიჩნევს. ტომას დე მეზიემ უსაფრთხოების ახალი წინადადებები 11 აგვისტოს წარმოადგინა და ის პასუხია გერმანელების შეშფოთებაზე ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმების გამო. დე მეზიეს განცხადებით მთავრობა განიხილავს ფედერალური პოლიციისა და შიდა დაზვერვის სამსახურებისათვის დამატებითი შტატების გამოყოფის საკითხს. გერმანია ასევე განიხილავს სხვა ქვეყნების მსგავსი სისტემის შემოღებას, რომლის მიხედვითაც მოხდება მიგრანტთა სოციალური ქსელების გვერდების შემოწმება.

XS
SM
MD
LG