Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკომ აღმოსავლეთ უკრაინაში განთავსებული ჯარები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ სრული საბრძოლო მზადყოფნის ბრძანება გასცა ყირიმის ნახევარკუნძულის და დონბასის მახლობლად მყოფი სამხედრო დაჯგუფებებისათვის. პოროშენკოს ეს ბრძანება პასუხია რუსეთის ბრალდებებზე უკრაინის მისამართით, ყირიმში ვითარების გამწვავების მცდელობის შესახებ. 11 აგვისტოს უკრაინის უშიშროების ძალების პრესმდივანმა განაცხადა, რომ უკრაინა ორი დღეა დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს ატარებს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. კიევი ასევე აცხადებს, რომ რუსეთი ახორციელებს სამხედრო ძალების გადასროლას ანექსირებული ყირიმისა და უკრაინის საზღვართან.

XS
SM
MD
LG