Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა


სერბიის საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა ქვეყნის ახალი მთავრობა პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ვუჩიჩის მეთაურობით, რომელმაც ოთხი თვის წინ ვადამდელ არჩევნებში მოიპოვა გამარჯვება. სამდღიანი ცხარე დებატების შემდეგ სერბიის ახალ მთავრობას მხარი 163-მა დეპუტატმა დაუჭირა, 62 წინააღმდეგი იყო. ალექსანდრ ვუჩიჩმა აპრილში გამოაცხადა ვადამდელი არჩევნები, რათა მოეპოვებინა ოთხწლიანი მანდატი, მისი თქმით, ქვეყნის ევროკავშირში გაწვერიანების პროგრამის განსახორციელებლად. პრემიერ-მინისტრის პროგრესული პარტია კოალიციაში რჩება პრორუსული სოციალისტურ პარტიასთან ერთად. სერბიის მინისტრთა კაბინეტში ექვსი ახალი მინისტრია, მათ შორის ანა ბრნაბიჩი, პირველი ღიად ჰომოსექსუალი მინისტრი, რომელიც სახელმწიფო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამინისტროს უხელმძღვანელებს.

XS
SM
MD
LG