Accessibility links

logo-print

ავღანელი მაღალჩინოსანი ქვეყნის პრეზიდენტს აკრიტიკებს


ავღანეთის მთავრობის მეთაურმა აბდულა აბდულამ მკაცრად გააკრიტიკა პრეზიდენტი აშრაფ ღანი. ავღანეთის მყიფე კოალიციურ მთავრობაში დაძაბულობა მატულობს. აბდულას განცხადებით, ღანი არ იმსახურებს უმაღლეს პოსტს, რადგან მან ვერ შეძლო თანამშრომლობა სხვა პარტიებთან და არ გაატარა საარჩევნო რეფორმები. „მთავრობა პარალიზებულია და მინისტრებს ხმის ამოღების საშუალება არა აქვთო“ - განაცხადა აბდულამ ტელევიზიით გამოსვლისას. ღანის პასუხი ბრალდებებზე ჯერ არ გაუცია. ავღანეთში სამთავრობო კოალიცია 2014 წელს შეიქმნა, მას შემდეგ, რაც აბდულა აბდულამ და აშრაფ ღანიმ ორივემ გამოაცხადეს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შესახებ. მთავრობის მეთაურისპოსტი სადავო არჩევნების შემდეგ შეიქმნა ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

XS
SM
MD
LG