Accessibility links

logo-print

თურქეთი აცხადებს, რომ მისი როლი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლ კოალიციაში არ შეიცვლება


თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მიუხედავად ანკარასა და დასავლეთს შორის მზარდი დაძაბულობისა, მისი როლი „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლ კოალიციაში უცვლელი დარჩება. დასავლეთი თურქეთს აკრიტიკებს სამხედრო გადატრიალების ჩაშლილი მცდელობის შემდეგ ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით გაუარესებული ვითარების გამო. თურქეთმა შეუმდგარი პუტჩის შემდეგ დაითხოვა ათასობით ჯარისკაცი, მათ შორის გენერლების 40 პროცენტი. ანკარა პუტჩის ორგანიზებაში აშშ-ში მცხოვრებ სასულიერო პირს, ფეთულა გიულენს ადანაშაულებს და მის ექსტრადიციას მოითხოვს. აშშ და ევროკავშირი კი მოუწოდებს თურქეთს, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს.

XS
SM
MD
LG