Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა აცხადებს, რომ დონბასში ინციდენტების რაოდენობა არ გაზრდილა


უკრაინა აცხადებს, რომ მიუხედავად კიევსა და მოსკოვს შორის მზარდი დაძაბულობისა, დონბასში შეიარაღებული შეტაკებების რაოდენობა არ გაზრდილა. ალექსანდრ მოტუზიანიკმა, უკრაინის ჯარების სპიკერმა 12 აგვისტოს განაცხადა, რომ, მართალია საზავო შეთანხმება კვლავინდებურად ირღვევა, მაგრამ ინციდენტების საშუალო რაოდენობა იგივე დარჩა. უკრაინაში მატულობს შეშფოთება რუსეთის განცხადებებთან და ქმედებებთან დაკავშირებით. კიევი ელის, რომ რუსეთმა შეიძლება გაამწვავოს სამხედრო დაპირისპირება აღმოსავლეთ უკრაინაში. 11 აგვისტოს რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო წვრთნების შესახებ გამოაცხადა, უკრაინამ კი ჯარები გაძლიერებულ სამხედრო მზადყოფნაში მოიყვანა. 10 აგვისტოს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გამოაცხადა, რომ მისი ორი აგენტი მოკლეს სხვადასხვა ინციდენტის დროს - უშიშროების ამ სამსახურის ვერსიით - უკრაინის მცდელობისას, დივერსანტები შეეგზავნა ყირიმის ტერიტორიაზე. კიევი უარყოფს ბრალდებას.

XS
SM
MD
LG