Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი რუსეთს მინსკის შეთანხმების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს


უკრაინამ რუსეთი დაადანაშაულა აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების გამწვავების მცდლობასა და პრორუსი სეპარატისტების სამხედრო ძალების ახალი ტექნიკით გაძლიერებაში. უკრაინის სამხედრო დაზვერვის უწყებამ 12 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთი გეგმავს ფართომასშტაბიანი პროვოკაციების მოწყობას აღმოსავლეთ უკრაინაში და შემდეგ კიევის დადანაშაულებას 2015 წლის მინსკის საზავო შეთანხმების დარღვევაში. კიევმა გაძლიერებულ სამხედრო მზადყოფნაზე გადაიყვანა სამხედრო ძალები დონბასის და ყირიმის მახლობლად. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 12 აგვისტოს თხოვა ეუთოს გააძლიეროს მცდელობა, რათა ამ ორგანიზაციის დამკვირვებლები შეუშვან ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინის მეამბოხეების მიერ კონტროლირებად რეგიონებში. რუსეთის უშიშროებამ 10 აგვისტოს ბრალი დასდო უკრაინას ოკუპირებულ ყირიმის რეგიონში დივერსიული აქტების მოწყობის მცდელობაში. კიევი ამ ბრალდებას უარყოფს.

XS
SM
MD
LG