Accessibility links

logo-print

დააკავეს საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ნოდარ მოდებაძის მკვლელობაში ბრალდებული პირი


სამართალდამცავებმა დააკავეს საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ნოდარ მოდებაძის მკვლელობაში ბრალდებული პირი. მკვლელობა 8 აგვისტოს მოხდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში. შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 20 წლის ახალგაზრდა წარსულში ნასამართლევია. სამინისტროს განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა პირმა ურთიერთშელაპარაკებისას ნოდარ მოდებაძეს სანადირო თოფის გასროლით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები და მიიმალა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ნოდარ მოდებაძე 1999-2004 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი და აკურის ღვინის ქარხნის ერთ-ერთი მფლობელი იყო.

XS
SM
MD
LG