Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი 24 აგვისტოს თურქეთს ეწვევა


ანკარა აცხადებს, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 24 აგვისტოს ეწვევა თურქეთს იმ ფონზე, რაც უკიდურესად დაიძაბა ურთიერთობა ანკარასა და დასავლეთის სახელმწიფოებს შორის, არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ქვეყანაში განხორციელებული მასობრივი რეპრესიების გამო. ჯო ბაიდენის ვიზიტის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილიდრიმმა 13 აგვისტოს აცნობა ჟურნალისტებს. ილდირიმის თანახმად, „აშკარად გაუმჯობესდა“ ვაშინგტონის დამოკიდებულება ფეთულა გიულენის ექსტრადიციაზე თურქეთის მოთხოვნასთან დაკავშირებით. გიულენს ანკარა სამხედრო პუტჩის ორგანიზატორად მიიჩნევს. თურქეთმა გიულენის მოძრაობას უწოდა ტერორისტული და ვაშინგტონისაგან, ამერიკაში მცხოვრები გავლენიანი სასულიერო პირის გადმოცემას მოითხოვს. ვაშინგტონი აცხადებს, რომ თავდაპირველად ანკარისაგან სურს მიიღოს უტყუარი მტკიცებულებები სამხედრო გადატრიალების მცდელობაში გიულენის მონაწილეობის შესახებ. აშშ-ში მცხოვრები ფეთულა გიულენი ანკარის ბრალდებებს უარყოფს. 15 ივლისის სამხედრო პუტჩში მონაწილეობისა და პუტჩისტებთან კავშირის გამო ანკარამ თანამდებობიდან დაითხოვა ან პასუხისგებაში მისცა 81 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, მოსამართლეები და საჯარო მოსამსახურეები. გადატრიალების მცდელობის ჩახშობის დროს თურქეთში 270-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG