Accessibility links

logo-print

რუსეთმა ანექსირებულ ყირიმში უახლესი მოდელის სარაკეტო კომპლექსი განათავსა


რუსეთმა ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე უახლესი სარაკეტო თავდაცვით კომპლექსი ს-400 განათავსა. ამის თაობაზე, რუსეთის არმიის სამხრეთი სამხედრო ოლქის სარდლობამ 12 აგვისტოს აცნობა რუსეთის საინფორმაციო საშუალებებს. ს-400 ტიპის ანტისარაკეტო კომპლექსს შეუძლია ერთბაშად ადევნოს თვალი 300 საჰაერო სამიზნეს, ხოლო სამი ათეული კი - ერთდროულად გაანადგუროს. უახლესი სარაკეტო თავდაცვითი სისტემების განთავსება ყირიმის ნახევარკუნძულზე კიევსა და მოსკოვს შორის ვითარების მორიგ ესკალაციას დაემთხვა. მოსკოვი კიევს ადანაშაულებს ტერაქტების მოწყობის მიზნით ყირიმის ნახევარკუნძულზე „უკრაინელი დივერსანტების“ გადასროლაში. კიევი უარყოფს მოსკოვის ბრალდებებს და აცხადებს, რომ რუსეთი ამზადებს ნიადაგს მინსკის სამშვიდობო პროცესის ჩასაშლელად.

XS
SM
MD
LG