Accessibility links

მებრძოლებმა ქალაქ მანბიჯიდან ასობით „ცოცხალი ფარი“ გაათავისუფლეს


სირიის ოპოზიციური დაჯგუფების მებრძოლებმა ტყვეობიდან გაათავისუფლეს ასობით მოქალაქე, რომლებსაც ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები „ცოცხალ ფარად“ იყენებდნენ. ბრიტანეთში მოქმედი ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის თანახმად, 12 აგვისტოს ჯიჰადისტებმა 2000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ფარად აიფარეს და ისე დატოვეს თურქეთის საზღვარზე მდებარე ქალაქი მანბიჯი, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ 2014 წლიდან აკონტროლებდა. ადამიანების გათავისუფლება მას შემდეგ მოხდა, რაც მაისიდან დაწყებული ოპერაციის შემდეგ, სირიის დემოკრატიული ფრონტის ძალებმა, რომელსაც მხარს აშშ-ის ავიაცია უჭერს, მთლიანად დაამყარეს კონტროლი ქალაქ მანბიჯზე. ექსტრემისტების განდევნა მანბიჯიდან, „ისლამური სახელმწიფოს“ ბოლოდროინდელი ერთ-ერთ ყველაზე დიდ საბრძოლო მარცხად ითვლება.

XS
SM
MD
LG