Accessibility links

logo-print

ბერლინის კედლის აგებიდან 55-ე წელი გავიდა


გერმანიის დედაქალაქი აღნიშნავს 55-ე წლისთავს ბერლინის კედლის აგებიდან, რითაც ქალაქი თითქმის სამი ათეული წელი იყო გაყოფილი. ბერლინის მერმა გვირგვინით შეამკო ბერლინის კედლის მთავარი მემორიალი და დაესწრო წირვას ტაძარში, რომელიც კედლის ნანგრევებისაგან აიგო. ცივი ომის დროს კედლის აგება საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროში მყოფ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1961 წლის 13 აგვისტოს დაიწყო და სულ მალე აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის გამყოფ 1400 კილომეტრის სიგრძის საზღვარის შემადგენელ ნაწილად იქცა. 155 კილომეტრის სიგრძის ბერლინის კედელი 1989 წლის ნოემბერამდე არსებობდა, 28 წლის განმავლობაში სულ მცირე 138 კაცი დაიღუპა ბერლინის კედლის გადალახვის მცდელობისათვის.

XS
SM
MD
LG