Accessibility links

ბაიდენმა პოროშენკოს მოუწოდა არ დაუშვას რუსეთთან ურთიერთობის გართულება


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში მოუწოდა კიევს, რათა რა დაუშვას რუსეთთან ურთიერთობის გართულება. ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინა ვალდებულია „შეასრულოს თავის წილი სამუშაო“ და შეატყობინა პეტრო პოროშენკოს, რომ ანალოგიური თხოვნით მან ასევე მიმართა რუსეთის მხარეს. ამის თაობაზე თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული. მოსკოვი კიევს ადანაშაულებს ტერაქტების მოწყობის მიზნით ყირიმის ნახევარკუნძულზე „უკრაინელი დივერსანტების“ გადასროლაში. კიევი უარყოფს მოსკოვის ბრალდებებს და აცხადებს, რომ რუსეთი ამზადებს ნიადაგს მინსკის სამშვიდობო პროცესის ჩასაშლელად. პუტინმა აღნიშნა, რომ ვეღარ ხედავს აზრს „ნორმანდიის ოთხეულის“ (გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის) ფარგლებში, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოწესრიგების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში.

XS
SM
MD
LG