Accessibility links

logo-print

ქურთთა ლაშქარი ქალაქ მოსულში ექსტრემისტების პოზიციებს უტევს


ერაყის ქურთებით დასახლებული რეგიონის სახალხო რაზმები იერიშს ახორციელებენ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოსაგან“ ქალაქ მოსულის გასათავისუფლებლად. 14 აგვისტოს იერიშს წინ უძღვოდა ინტენსიური საარტილერიო დაბომბვა ექსტრემისტების პოზიციებზე და საავიაციო იერიშები, რასაც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია ახორციელებს. ფეშმერგას ძალების სარდალმა განაცხადა, რომ იერიშების პირველსავე საათებში ექსტრემისტებისგან გაათავისუფლს ექვსი სოფელი. ქალაქი მოსული, რომელიც ბაღდადის ჩრდილოეთით 400 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, მსხვილი ურბანული დასახლებაა, რომელიც ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ დედაქალაქად გამოაცხადა. ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰეიდარ ალი აბადიმ წელს პირობა დადო, რომ ქალაქს მიმდინარე წლის ბოლოსათვის გაათავისუფლებენ.

XS
SM
MD
LG