Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია ალეპოსათვის გადაუდებელ ჰუმანიტარულ დახმარებას ითხოვს


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ალყაშემორტყმულ ქალაქ ალეპოს მოსახლეობისათვის გადაუდებლად არის საჭირო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, რაც, ბერლინის აზრით, „საჰაერო ხიდით“ უნდა მოხდეს. ამის თაობაზე ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა გერმანულ გამოცემა „ველტ ამ სონტაგს“ განუცხადა და დასძინა, რომ გერმანია „საჰაერო ხიდის“ თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-თან და რუსეთთან, ხოლო გაერო ცდილობს უზრუნველყოს „გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება“ ჩრდილოეთ სირიის ქალაქ ალეპოს მოსახლეობისათვის. მიუხედავად ოთხდღიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებისა და რუსეთის დაპირებისა, რომ ყოველდღიურად სამი საათით შეიკავებდა თავს საავიაციო იერიშებისაგან, ალეპოში არ წყდება ძალადობა. სირიის კრიზისის თაობაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი 15 აგვისტოს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში შეხვდება სერგეი ლავროვს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.

XS
SM
MD
LG