Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა სოფელ რუხში ორი ქართველი დააკავეს


რუსეთის საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლებმა სოფელ რუხში, საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ორი მოქალაქე ლევან მორგოშია და ფრიდონ მატკავა თევზაობის დროს გუშინ დააკავეს. მათთან ერთად მყოფმა კიდევ ერთმა ადგილობრივმა გაქცევა მოახერხა. სოფელ რუხიდან ქართველების გატაცების ფაქტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია გაუგებრობად აფასებს და იმედოვნებს, რომ დაკავებულ მოქალაქეებს უახლოეს დღეებში გაათავისუფლებენ. ვახტანგ ყოლბაიას ინფორმაციით, საქმის გამოძიებით უკვე დაინტერესდნენ შესაბამისი სტრუქტურები.

XS
SM
MD
LG