Accessibility links

ჯო ბაიდენი თურქეთს თვის ბოლოს ესტუმრება


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 24 აგვისტოს ეწვევა თურქეთს, სადაც გრძელდება მასობრივი რეპრესიები არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ. 15 ივლისის სამხედრო პუტჩში მონაწილეობისა და პუტჩისტებთან კავშირის გამო ანკარამ თანამდებობიდან დაითხოვა ან პასუხისგებაში მისცა 81 ათასზე მეტი სამხედრო, მოსამართლე და საჯარო მოსამსახურე. გადატრიალების მცდელობის ჩახშობის დროს თურქეთში 270-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ჯო ბაიდენის ვიზიტის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილიდრიმმა 13 აგვისტოს აცნობა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან საუბრის მთავარი თემა იქნება ფეთულა გიულენის ექსტრადიციის საკითხი. ამერიკაში მცხოვრები გავლენიან სასულიერო პირის მიერ დაარსებულ მოძრაობას ანკარა ტერორისტულად მიიჩნევს. ვაშინგტონი აცხადებს, რომ თავდაპირველად ანკარისაგან სურს მიიღოს უტყუარი მტკიცებულებები სამხედრო გადატრიალების მცდელობაში გიულენის მონაწილეობის შესახებ. აშშ-ში მცხოვრები ფეთულა გიულენი ანკარის ბრალდებებს უარყოფს.

XS
SM
MD
LG