Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში ხუთი წლის წინ ჩაკეტილ ხიდზე მოძრაობა კვლავ აღდგება


იწყება მუშაობა იმ ხიდის აღსადგენად, რომელიც სიმბოლურადაც ჰყოფს და ფიზიკურადაც კოსოვოში მცხოვრებ ეთნიკურ სერბებსა და ალბანელებს. გერმანულ სააგენტო დპას ცნობით, მდინარე იბარზე გადებულ მიტროვიცის ხიდზე 14 აგვისტოს გამოჩნდა სარეკონსტრუქციო მასალა და შესაბამისი ტექნიკა. ევროკავშირის 5 აგვისტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ 14 აგვისტოს დაწყებული სამუშაოების შედეგად ხიდზე მოძრაობა სრულად აღდგება 2017 წლის 20 იანვრისათვის. თავად ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ხუთი წლის წინ შეწყდა. 2014 წლის ივნისში პოლიციის ჩარევაც კი გახდა საჭირო იმ ძალადობის შესაჩერებლად, რაც ეთნიკური სერბების მიერ ხიდზე აგებული ბარიკადების აღების მცდელობას მოჰყვა. „მიტროვიცის ხიდზე მოძრაობის აღდგენა გახდება სიმბოლო კოსოვოელ სერბებს, ალბანელებსა და სხვა ჯგუფებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებისა“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG