Accessibility links

logo-print

კვირიკაშვილი აცხადებს, რომ „ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდას“ არ დაუშვებს


საქართველოს მთავრობა კვლავაც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა კანონიერ და დემოკრატიულ ბერკეტს, რათა არ დაუშვას ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა და მიესალმება ყველა შესაბამის ინიციატივას არასამთავრობო თუ პოლიტიკური სექტორის მხრიდან, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარტია ”ცენტრისტების” საარჩევნო კლიპს. ლადო ბედუკაძის და ნიკოლოზ ხაჩიშვილის პარტია ”ცენტრისტები” ამომრჩეველს 400-ლარიან რუსულ პენსიას, საქართველოში რუსული ჯარის დაკანონებას და რუსეთთან ორმაგ მოქალაქეობას პირდება. აღნიშნული საარჩევნო კლიპი ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გავიდა. საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან პარტიის აკრძალვის მოთხოვნას გამოეხმაურა პარტია „ცენტრისტების“ ერთ-ერთი ლიდერი ლადო ბედუკაძ, რომლებმაც ოპონენტებს სამშობლოს „მტრები და მოღალატეები“ უწოდა.

XS
SM
MD
LG