Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ბოლქვაძე: ოლიმპიადაში მონაწილეობა დოპინგ-ტესტისას დაშვებული შეცდომის გამო ამეკრძალა


ქართველი მოცურავის, ირაკლი ბოლქვაძის განცხადებით, დადასტურდა, რომ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაში მონაწილეობა მას დოპინგ-ტესტისას დაშვებული შეცდომის გამო აეკრძალა. თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ბოლქვაძემ აღნიშნა, რომ პირველი ტესტის უზუსტობის მიზეზს გამოძიება დაადგენს, მანამდე კი მას ასპარეზობა ეკრძალება დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში. სპორტსმენმა მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს იმისათვის, რომ წინასწარი შეფასებებისგან თავი შეიკავეს. „ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვემზადებოდი ერთ-ერთი მთავარი მიზნისთვის, რიოს ოლიმპიადისთვის და ყველაფერი წყალში ჩაიყარა, მაგრამ აუცილებლად გავაგრძელებ მომზადებას, რომ მომავალ ოლიმპიადაზე ვიასპარეზო“ - თქვა ბოლქვაძემ. მან აღნიშნა, რომ თავის სიმართლეში დარწმუნებულია. დოპინგ-ტესტის დადებითი შედეგის გამო, ირაკლი ბოლქვაძეს რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიადაში მონაწილეობა აეკრძალა თამაშების დაწყებამდე ერთი დღით ადრე. სპორტსმენმა ტესტის შედეგი გაასაჩივრა. განმეორებითმა ტესტირებამ აჩვენა, რომ ბოლქვაძეს აკრძალული ნივთიერება არ მიუღია.

XS
SM
MD
LG