Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა გაასაჩივრა პარაოლიმპიელებისთვის ოლიმპიადაში მონაწილეობის აკრძალვა


რუსეთის პარაოლიმპიურმა კომიტეტმა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს აპელაციით მიმართა და გაასაჩივრა საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება რუსი ათლეტებისთვის რიო-დე-ჟანეიროს პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შესახებ. სასამართლო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ 22 აგვისტოს გამოიტანს. თვის დასაწყისში პარაოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის მთელს ნაკრებს აუკრძალა ოლიმპიადაში მონაწილეობა სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული დოპინგის სისტემის გამო. საერთაშრისო პარაოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ფილიპ კრეივენმა განაცხადა, რომ რუსეთის ნაკრები „გაფუჭებული სისტემის“ ნაწილი იყო და სიმპათია გამოთქვა იმ სპორტსმენების მისამართით, რომლებიც დოპინგს არ მიმართავდნენ.

XS
SM
MD
LG