Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქომ ძალაში დატოვა ხადიჯასთვის მგზავრობის აკრძალვის გადაწყვეტილება


აზერბაიჯანის დედაქალაქის სააპელაციო სასამართლომ უარყო გამომძიებელი ჟურნალისტის ხადიჯა ისმაილოვას აპელაცია სასამართლო ორდერის წინააღმდეგ, რომელიც მას ქვეყნის დატოვებას უკრძალავს. სასამართლოს გადაწყვეტილებით აკრძალვა ძალაში რჩება. ხადიჯა ისმაილოვა ჟურნალისტიკის არაერთი პრიზის მფლობელია. ის რადიო თავისუფლების აზერბაიჯანის სამსახურთან თანამშრომლობს. ხადიჯა 2014 წლის დეკემბერში დააპატიმრეს და გადასახადებისგან თავის არიდების და სხვა ბრალდებების გამო შვიდ წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მაისში აზერბაიჯანის უმაღლესმა სასამართლომ მას განაჩენი შეუმცირა და გაათავისუფლა. ხადიჯა და მისი თანამოაზრეები ამტკიცებენ, რომ სასამართლო პოლიტიკურად იყო მოტივირებული დაგანაჩენი იყო შურისძიება მის მიერ გამოქვეყნებული სტატიების გამო, სადაც ის აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და მის ოჯახს კორუფციასთან კავშირში ამხელდა.

XS
SM
MD
LG