Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები


პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაასახელა „ქართული ოცნების“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. წარდგენის ცერემონიას პარტიის სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ. პარტია მთაწმინდის პირველ ოლქში კანდიდატს არ აყენებს და მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს. კანდიდატების სია ასეთია - დიდუბე: ზაზა პაპუაშვილი, მსახიობი, პარლამენტის წევრი (მეთხუთმეტე ოლქი); ილია წულაია, ბიზნესმენი (მეთექვსმეტე ოლქი). ვაკე: ბიძინა გეგიძე, ყოფილი მორაგბე (მეორე ოლქი); ზაზა ხუციშვილი, მუსიკოსი (მესამე ოლქი). ისანი: ირაკლი აბუსერიძე, თბილისის საკრებულოს წევრი და ყოფილი მორაგბე (მერვე ოლქი); დავით ჭიჭინაძე, ბიზნესმენი (მეცხრე ოლქი); ბექა ნაცვლიშვილი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი (მეათე ოლქი). კრწანისი: ბექა ოდიშარია, ბიზნესმენი (მეშვიდე ოლქი). ნაძალადევი: სოფო კილაძე, იურისტი (მეჩვიდმეტე ოლქი); მიხეილ ყაველაშვილი, ყოფილი ფეხბურთელი (მეთვრამეტე ოლქი); ზაზა გაბუნია, ნაძალადევის გამგებელი (მეცხრამეტე ოლქი). საბურთალო: მამუკა მდინარაძე, იურისტი (მეოთხე ოლქი); ნინო გოგუაძე, იურისტი (მეხუთე ოლქი); ლევან გოგიჩაიშვილი, ყოფილი პატიმარი (მეექვსე ოლქი). სამგორი: გიორგი მოსიძე, თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი (მეთერთმეტე ოლქი); მარიამ ჯაში, სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელი (მეთორმეტე ოლქი); შოთა ხაბარელი, პარლამენტის წევრი და ყოფილი მოჭიდავე (მეცამეტე ოლქი). ჩუღურეთი: გია ვოლსკი, ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი (მეთოთხმეტე ოლქი). საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG