Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ცენტრისტები“ მონაწილეობას ვეღარ მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში


პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“ მონაწილეობას ვეღარ მიიღებს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, გაუქმებულია „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაცია. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 15 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაცია, რომ პოლიტიკურ გაერთიანებას, „ცენტრისტებს“ არ ჰყავს იურიდიულად უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირი. „ცენტრისტებისთვის“ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა მოითხოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული, უფასო საარჩევნო რეკლამის გამო, რომელშიც პარტია ამომრჩეველს ჰპირდებოდა 400 ლარიან რუსულ პენსიას, რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებას და ორმაგი მოქალაქეობის კანონის მიღებას.

XS
SM
MD
LG