Accessibility links

logo-print

რუსეთი ყირიმის სამხედრო ობიექტებზე ზრდის შეიარაღების რაოდენობას


რუსეთი ანექსირებული ყირიმის სამხედრო ობიექტებზე ზრდის უახლესი შეიარაღების რაოდენობას - ამის შესახებ განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ. მან უკრაინის მე-5 არხთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანია ყირიმის ნახევარკუნძული სამხედრო ბაზად გადააქციოს. სკიბიცკის ინფორმაციით, უკრაინისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ბირთვული იარაღის მატარებელი რუსული სამხედრო ტექნიკა. უკრაინული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი ზრდის წყალქვეშა ნავების და სარაკეტო გემების რაოდენობას და საბრძოლო ავიაციას აძლიერებს.

XS
SM
MD
LG