Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა სირიაში საბრძოლო მოქმედებებისთვის პირველად გამოიყენა ირანის ტერიტორია


რუსეთმა სირიაში საბრძოლო მოქმედებებისთვის პირველად გამოიყენა ირანის ტერიტორია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ირანის ჰამადანის აეროდრომიდან აფრენილმა ავიაგამანადგურებლებმა სირიის ალეპოს, დეირ-ეზ-ზობის და იდლიბის პროვინციებში იერიში მიიტანეს ექსტრემისტული დაჯგუფებების, „ისლამური სახელმწიფოს“ და „ან-ნუსრის“ პოზიციებზე. რუსული სამხედრო სარდლობის ინფორმაციით, განადგურებულია იარაღის და საბრძოლო მასალების 5 საწყობი, რამდენიმე საწვრთნელი ბაზა, მართვის 3 პუნქტი და ლიკვიდირებულია ექსტრემისტების მნიშვნელოვანი რაოდენობა.

XS
SM
MD
LG