Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პროკურატურა გიულენისთვის 2000 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს


თურქეთის პროკურატურამ 2527-გვერდიანი საბრალდებო საქმე წარადგინა აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთულა გიულენის წინააღმდეგ. მას ბრალად ედება სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზება, რომლის შედეგადაც 240 ადამიანი დაიღუპა. ბრალდება გიულენისათვის ორი სამუდამო პატიმრობის მისჯას ითხოვს და დამატებით კიდევ 1900 წლით თავისუფლების აღკვეთას „კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობის“ და „შეიარაღებული ტერორისტული რაზმის ჩამოყალიბებისა და მართვის“ გამო. გიულენი უარყოფს კავშირს სამხედრო გადატრიალებასთან. დღესვე თურქეთის პოლიციამ 120 მენეჯერის დაკავების ორდერი გასცა და ჩხრეკა ჩაატარა ერთდროულად 44 კომპანიაში. თურქეთის მთავრობა ირწმუნება, რომ გიულენის მხარდამჭერებმა ქვეყანაში იატაკქვეშა სტრუქტურები, ე.წ. პარალელური სახელმწიფო შექმნეს, რომლის მიზანიც მოქმედი ხელისუფლების დამხობაა. სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში 35 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, აქედან 17 ათასი დააპატიმრეს.

XS
SM
MD
LG