Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოიგუს განცხადებით აშშ და რუსეთი ახლოს არიან ალეპოსთან დაკავშირებულ შეთანხმებასთან


რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით მოსკოვი და ვაშინგტონი ახლოს არიან შეთანხმებასთან, რომელიც ხელს შეუწყობს სირიის ალყაშემორტყმულ ქალაქ ალეპოში ჰუმანიტარული კრიზისის გადაჭრას. სერგეი შოიგუს განცხადებით ორი ქვეყანა „აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს“ ტერიტორიაზე ერთობლივი ბრძოლისათვის და „ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებიან შეთნხმებას“. აშშ-ის ოფიციალური პირების მტკიცებით კი შეთანხმება ჯერ კიდევ შორსაა. „ჩვენ არაფერი გვაქვს გამოსაცხადებელიო“ - თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ელიზაბეტ ტრუდომ. ალეპო ერთ დროს სირიის კომერციული დედაქალაქი და ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქი იყო, ამჟამად ის სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის ეპიცენტრია. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტმა პიტერ მორერმა იქ არსებულ ვითარებას უწოდა „თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი ურბანული კონფლიქტი“.

XS
SM
MD
LG