Accessibility links

logo-print

სომხეთის ოპოზიციურმა პარტიამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა


სომხეთის ოპოზიციურმა პარტია „მემკვიდრეობამ“ უარი განაცხადა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე და მიზეზად პარტიის სამი წამყვანი წევრის დაპატიმრება დაასახელა. პარტიის განცხადებით არმენ მარტიროსიანი, დავიდ სანასარიანი და ოვსეფ ხურშუდიანი გასულ თვეში შეთითხნილი ბრალდებებით დააპატიმრეს და ამიტომ პარტია არ მიიღებს სექტემბერსა და ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას. პარტიის წევრები ოპოზიციონერ აქტივისტ ანდრიას გუკასიანთან ერთად 29 ივლისს დააკავეს მასობრივი არეულობების ორგანიზების ბრალდებით. მათ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქებათ.

XS
SM
MD
LG